აშშ-ში, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი დაიწყო.
ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მისივე თქმით, ის ვენესუელის პრეზიდენტია და კარაკასში, საკუთარი სახლში დააკავეს.
"მე არ ვარ დამნაშავე, მე წესიერი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ," - განაცხადა მადურომ.
მადუროს შემდეგ, სილია ფლორესმა ასევე აღნიშნა, რომ ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.