18 ივნისი 2026,   21:31
ვრცლად
USAID-ის შესახებ ილონ მასკის კრიტიკა - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ X-ის დამფუძნებლისა და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხედვა, საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან სრულ თანხვედრაშია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე USAID-ის შესახებ ილონ მასკის კრიტიკას ეხმიანება.

არჩილ გორდულაძე ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოსთვის სასარგებლო პროექტებს ახორციელებდა, ახსენებს, რომ USAID-ის რეალურ მიზნებზე საქართველოს ხელისუფლების გარდა ტრამპის ადმინისტრაციაც საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების სამთავრობო მიზნებზე ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საუბრობს. ერთ-ერთია ილონ მასკიც, რომელიც USAID-ის მხრიდან ფერადი რევოლუციების მცდელობების დაფინანსებაზე ახლაც მიუთითებს.

X-ის დამფუძნებლის ამ განცხადებისა და შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციის მიუხედავად, თბილისში ოპოზიცია ისევ ამტკიცებს, რომ USAID-ის საქართველოს სასიკეთოდ მოქმედებდა

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ X-ის დამფუძნებლისა და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხედვა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან სრულ თანხვედრაშია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ მიზნებზე "ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია საუბრობს.

ილონ მასკმა გააზიარა მოსაზრებაც, რომ USAID-ი აფინანსებდა როგორც საარჩევნო შედეგების გაყალბებისთვის განკუთვნილ ტექნოლოგიებს, ასევე ვუჰანის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებსაც, ანუ იარაღად ქცეული ვირუსის შექმნასა და გავრცელებას.

დღის ამბები