სპორტის მინისტრი საქართველოს ეროვნული ნაკრებების ეკიპირების დიზაინის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა
04-01-2026 12:56
სპორტის მინისტრი საქართველოს ეროვნული ნაკრებების ეკიპირების დიზაინის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა. გამოვლინდა სამი პროექტი და სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ.
კონკურსში, რომელიც სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოაცხადა, მონაწილეობის მიღება მსურველებს რამდენიმე თვის განმავლობაში შეეძლოთ.