18 ივნისი 2026,   21:32
ვრცლად
ტრამპმა განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავებას, როგორც ტელეშოუს ისე უყურებდა

ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავებას როგორც ტელეშოუს ისე უყურებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, სამხედრო ოპერაციას მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან ადევნებდა თვალს და აღფრთოვანებულია ამერიკელი სამხედროების პროფესიონალიზმით.

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ "ძლიერად იქნება ჩართული“ ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიის მომავალ საქმიანობაში.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ნიკოლას მადუროს „ერთი კვირის წინ“ ესაუბრა და უთხრა, რომ „უნდა დანებებულიყო“.

დღის ამბები