09 აგვისტო 2026,   21:50
ვრცლად
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

"საჩხერე-უზუნთა-შქმერი გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი შეზღუდულია. მოძრაობა უკვე თავისუფალია გუდაური კობის და თიანეთი-ჟინვალის საავტომობილო გზაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები