18 ივნისი 2026,   21:25
ვრცლად
ირანში მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ირანში, ფასების ზრდის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს, არეულობის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო "ფარსის" და ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფ "ჰენგაუზე" დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ცნობით, მსხვერპლი სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ლორდეგანში, მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს მოყვა.

დღეს, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ასახულია მანქანების ცეცხლის წაკიდება მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის გამართული შეტაკებების დროს. ბევრმა მომიტინგემ ქვეყნის უზენაესი ლიდერის მმართველობის დასრულება მოითხოვა. ზოგიერთმა ასევე მოითხოვა მონარქიის დაბრუნება. დღეს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში საპროტესტო აქციების მეხუთე დღეა, რაც ვალუტის კრახს მოჰყვა.

დღის ამბები