08 ივნისი 2026,   14:41
ვრცლად
საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ "კირნათის", "სარფის" და "ვალეს" დასაცავ მონაკვეთებზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული შ.ო. და 1993 წელს დაბადებული ს.ა., ასევე, საქართველოს ერთი მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ბ.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შ.ო.-მ, ს.ა.-მ და ბ.ჯ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შემოვიდნენ საქართველოში", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები