ბაჩო ახალაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავებული დღეს ადვოკატმა მოინახულა. სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო.
გამოძიების ინფორმაციით, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას შეფასებით, ეს გადაფარვის მცდელობაა.
"მე როგორ უნდა გიხრათ რამე. რა თქმა უნდა, ეს არის გადაფარვის მცდელობა. ბრიფინგზე იყო გამოთქმული ვარაუდები", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეში ახალაიას მონაწილეობა არ გაუკვირდება.
"მე არ გამიკვირდება, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური და მოძალადე რეჟიმის ერთ-ერთი სახე და შემსრულებელი იყო. სხვა ყველა დანარჩენი დეტალები, სატელეფონო საუბრების და ა.შ., რაც წარმოგვიდგინა სუს-მა, ამ დეტალებში არ შევალ და ვერც შევალ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.