ფოთში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აენთო. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ. მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ადგილობრივმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა იზრუნეს. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.