პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე კორუფციის, ადამიანის უფლებების მიმართულებით, მოლდოვასა და უკრაინაში მძიმე ვითარებაა, რაც ევროკომისიამ ანგარიშიდან ამოიღო. მისი შეფასებით, ანგარიში ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების მორიგი მტკიცებულებაა.
"შეუძლებელი იქნებოდა საქართველოზე თავდასხმა იმ ე.წ. ანგარიშით, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი არ აქვს, თუ ამავე ანგარიშში რეალობა აისახებოდა უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ეს არის ქვეყნები, სადაც კორუფცია ყვავის, სადაც თავისუფალი სიტყვა ფიზიკურად აღარ არსებობს და მხოლოდ ნაციონალისტური მედია-მაუწყებლები არის. ამ ყველაფერზე თუ ყურადღება გამახვილდებოდა, მაშინ საქართველოზე ვერავითარ განცხადებას ვერ გააკეთებდნენ. მაგრამ, ერთია ამ განცხადებაში მოლდოვასა და უკრაინაზე არაფრის ჩაწერა და მეორე არის, ევროკომისიისა და სხვა, უფრო მაღალი პატივისცემის მქონე კვლევების შედეგები, სადაც საქართველო მოწინავეა არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.