13 აგვისტო 2026,   17:33
ვრცლად
გიორგი სოსიაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე - "ჩვენ ბევრჯერ გვიხილავს მსგავსი განცხადებები და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე დაეშვნენ, ანგარიში არის გაჯერებული სიყალბეებით"

ჩვენ ბევრჯერ გვიხილავს მსგავსი განცხადებები და ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე დაეშვნენ. ანგარიში არის გაჯერებული სიყალბეებით, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.

"რისთვის გვემუქრებიან, რა არის მათი მუქარის მთავარი მიზეზი? - გამჭვირვალობის გამო. ევროპის ისტორიაში მსგავსი მომენტი მე არ მახსენდება, რომ ქვეყანას დაემუქრო გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, ანუ გამჭვირვალედ საზოგადოებრივი ცხოვრების გამო და დაემუქრო ოჯახური ტრადიციების კანონის მიღების გამო.

ეს არის მორიგი ჟანგბადი თავიანთი აგენტურისთვის - ხედავენ, რომ პულსი აღარ ესინჯება. თუმცა, რა აზრი აქვს ამ მუქარას?! სამწუხარო ის არის, რომ მათ თავიანთი სახე დაკარგეს და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ევროპული ავტორიტეტი მთლიანად ჩამოშალეს“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

დღის ამბები