16 აგვისტო 2026,   15:58
ვრცლად
კამპანია Eagle Hills-ის წინააღმდეგ და "ალტ ინფოს" ვიდეო კოლაჟი - მმართველი გუნდისთვის კლიპი ისტორიული პროექტის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის მორიგი ლუსტრაციაა

ვიდეო, რომელზეც ლევან მაჭავარიანი საუბრობს, კონსერვატორებმა მრავალმილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ გაავრცელეს. 1 წუთიან კოლაჟში პრემიერ-მინისტრთან ერთად, სავარაუდოდ AI-ის მიერ შექმნილი ადამიანები ჩნდებიან, ე.წ-ლი მაკლერები, რომლებიც თითქოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უძრავ ქონებას სთავაზობენ. მმართველი გუნდისთვის ეს კლიპი ისტორიული პროექტის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის მორიგი ლუსტრაციაა, რადგან ამ ადამიანებს "იგლ ჰილსის" პროექტთან საერთო არაფერი აქვთ.

ეკონომიკური სარგებელი, ასობით ახალი სამუშაო ადგილი, მილიონები საქართველოს ბიუჯეტში - მაშინ, როცა "ქართული ოცნება" "იგლ ჰილსის" პროექტის სარგებელზე საუბრობს, სოციალურ ქსელში ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება. ამ კამპანიის მთავარი გმირები კი, რომლებიც სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პერსონები არიან - ძირითადად "ტიკტოკ" გვერდებზე ოპერირებენ.

პარტია "კონსერვატორები საქართველოსთვის“ დამფუძნებელი უარყოფს საკუთარ ვიდეო კოლაჟში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. მისივე თქმით, "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს.

კონსერვატორებამდე კი იყო "ლელო", შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობა", პარტიები რომლებიც მრავალმილიარდიან ინვესტიციას წარსულშიც აკრიტიკებდნენ და პოზიცია არც დღეს შეუცვლიათ.

"ალტ ინფოს", "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" საერთო ხედვა და იდენტური რიტორიკა, მმართველი გუნდისთვის "იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის მორიგი დასტურია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველა ვინც ეროვნული პროექტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს ქვეყანას ეკონომიკურ დივერსიას უწყობს.

6 ნახევარ მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში კომპანია "იგლ ჰილსი" განახორციელებს. რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წლებია წარმატებით ოპერირებს.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები