18 აგვისტო 2026,   11:50
ვრცლად
როგორ იწერებოდა რუსთაველის გამზირის ისტორია გასული საუკუნის დასაწყისში

რა არ გადახდენია გასული საუკუნის დასაწყისში თბილისის მთავარ ქუჩას, ჯერ იყო "რუსეთისკენ მიმავალი გზა", მერე გოლოვინის პროსპექტი, ახლა დიდიც და პატარაც მას რუსთაველის გამზირად იცნობს.

ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის 1635 წლის გეგმაზე დღევანდელი პროსპექტი დიღმის გზაზე გადიოდა, რომელიც ქალაქის გალავნის კარიბჭესთან იწყებოდა.



ბატონიშვილს გზის გასწვრივ მოხაზული აქვს, არაგვის ერისთავის სასახლე და წმინდა გიორგის სახელზე აგებულ სამ ეკლესია: სომხური, კალოუბნის და ქაშვეთის. ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია – განაპირა ნაგებობა იყო გარეთუბანში, როგორც ის აღნიშნავს.



1807 წელს ამ ადგილას მთავარსარდლის ახალი სასახლის მშენებლობა დაიწყეს. ამ დროს ქუჩას ოფიციალურად დასახელება ჯერ არ გააჩნდა. მას „რუსეთისკენ მიმავალი გზა“ ეწოდებოდა.

ამ ადგილზე ინტენსიური განაშენიანება გასული საუკუნის ათიან წლებში იწყება. სასახლის მოპირდაპირე მხარეზე, ოდნავ ირიბად, სტამბის და ჰაუპტვახტის შენობა აიგო. იქ, სადაც დღეს კინოთეატრი "რუსთაველი" დგას, სამხედრო მოსამსახურეთა დაპატიმრებისთვის განკუთვნილი შენობა - ჰაუპტვახტი იდგა.



1828 წლის გეგმაზე ამ ადგილებში ორი მოედანია გამოკვეთილი – ნიკოლოზისა და ალექსანდრესი. 





დრო გავიდა და ორმოციანი წლებიდან „რუსეთისკენ მიმავალი გზა“ მთავარმართებლის, გოლოვინის, სახელით ჩანაცვლდა.

პროსპექტზე სახლდებოდნენ მეფის მოხელეები, თავადაზნაურობა, სამხედრო პირები. საინტერესო იყო    დასახლების წყლით მომარაგების საკითხიც– როგორც ცნობილია,    წყალს მტკვრიდან ქაჩავდნენ ორთქლის მანქანით.



გასული საუკუნის 60– იანი წლებიდან რუსთაველის გამზირის ტრანსფორმაცია იწყება. ირგვლივ იწყება დიდი მშენებლობები. შენდება სასტუმრო „მაჟესტიკი“ (სასტუმრო „თბილისი“), არტისტული საზოგადოების შენობა (შ. რუსთაველის სახ. თბილისის ლენინის ორდენოსანი სახელმწიფო აკადემიური თეატრი), სახაზინო თეატრი (ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი). მოპირდაპირე მხარეს მეფისნაცვლის სასახლე (ახლა – ბ. ძნელაძის სახ. თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე).

80–იან წლებში გოლოვინის პროსპექტზე ერევნის მოედნიდან ცხენის წევიანი რკინიგზა – ე.წ. „კონკა“ გამოიყენეს, რომელიც მოსკოვის საგუშაგოსთან ვერის დაღმართზე უხვევდა. 1905 წელს „კონკა“ ტრამვაიმ შეცვალა.



თურმე წვიმიან ამინდში შეუძლებელი შეუძლებელი იყო პროსპექტის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლა. რადგან ტროტუარი პირველად სასახლის მხარეზე გაკეთდა, ფეხით მოსიარულენიც სწორედ ამ მხარეს დადიოდნენ. ამავე მხარეზე შენდებოდა მაღაზიები, დუქნები, სახაზინო თეატრი და არტისტული საზოგადოების თეატრი – კლუბი აიგო მეორე მხარეზე, სადაც მიწის ნაკვეთებისა და სახლების ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო. ზაფხულობით მზიან დღეებში დღის მეორე ნახევარში აქ მეტი სიცხე იყო, ვიდრე მოპირდაპირე მხარეზე.




პროსპექტის გასწვრივ შენობების ნუმერაცია პირველად 1891 წელს დაიწყო. 




რუსთაველის გამზირი (ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) ერთ-ერთი მთავარი პროსპექტია თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა.

როგორც ისტორია გვიყვება, რუსთაველის გამზირი ძველად თავისუფლების მოედნიდან არ იწყებოდა, არამედ მეფისნაცვლის სასახლიდან.
1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გოლოვინის პროსპექტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. ეს იყო ეროვნული იდენტობის აღდგენის სიმბოლური აქტი, რომელიც ხაზს უსვამდა საქართველოს კულტურულ და ისტორიულ თვითმყოფადობას.

გამზირი კვლავაც რჩება პოლიტიკური აქტივიზმის ცენტრალურ ადგილად. წლების განმავლობაში სწორედ აქ ტარდებოდა საპროტესტო აქციები, მიტინგები, ამ გამზირმა ნახა სისხლიანი 9 აპრილი... ეს ისტორიული    ადგილი წარსულის ხსოვნას დღემდე ინახავს.






წყარო: 

https://burusi.wordpress.com/2009/06/15/rustaveli-ave/



დღის ამბები