18 აგვისტო 2026,   12:38
ვრცლად
ანაკლიის ბანაკი, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, მოზარდებს ესპანეთიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, ირლანდიიდან და ლატვიიდან მასპინძლობს

ანაკლიის ბანაკი, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, მოზარდებს ესპანეთიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, ირლანდიიდან და ლატვიიდან მასპინძლობს.

ბანაკის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, პარლამენტარი გრეტა წიწავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ნოდარ კომახიძე შეხვდნენ.

ისაუბრეს საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერასა და სამშობლოსთან მათი კავშირის გაძლიერებაზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, საღამო კი კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები