18 აგვისტო 2026,   14:33
ვრცლად
ფილიპინებში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ორი მოსწავლე დაიღუპა, ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი იყო - Reuters

სამხრეთ ფილიპინების ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, სროლის შედეგად ორი მოსწავლე დაიღუპა, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ მსროლელი იყო, - ინფორმაციას Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება.

ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა სამართალდამცავ ორგანოს დაავალა, მომხდარი გამოიძიონ და სკოლებში ძალადობის პრევენციის ზომები განსაზღვრონ.

ცნობისთვის, ფილიპინებში ეს ორ თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში მეორე მსგავსი ინციდენტია.

დღის ამბები