სიცილიაში, ეტნას მთაზე ლაშქრობისას, 29 წლის ამერიკელ ტურისტს მეხი დაეცა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცი კატანიის კლინიკაში სამაშველო ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის დროს, ახალგაზრდა მამაკაცი აქტიურ ვულკან ეტნას იზოლირებულ, როკა კაპრას ტერიტორიაზე, ვალე დელბოვეს ხეობაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 400 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მარტო იყო და შესაძლოა, საზოგადოებისთვის დახურულ ან ეტნას მთაზე ბოლო დროს განვითარებული აქტივობის გამო შეზღუდულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ინციდენტის გამოძიება გრძელდება.