13 აგვისტო 2026,   17:28
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე: რა ქაოსი და არაულობაც თბილისისთვის გაიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში

"ხალხის ძალის" დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება".

მისი შეფასებით, თბილისისთვის გამეტებული ქაოსი და არეულობა მიიღეს ბრიუსელში.

"კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება... ჰო და რაც თბილისისთვის ქაოსი და არეულობა გამოიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში! კოსების და კალასების პოლიტიკა გააგრძელეთ და უფრო შორს წახვალთ!" - წერს ქადაგიძე.

დღის ამბები