უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივარაუდა, რომ ამერიკის პოლიტიკა შესაძლოა ვინმეს გარდაცვალების შემდეგ შეიცვალოს.
ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას ნატოში ვერ ხედავს, თუმცა მათი პოზიცია შესაძლოა შეიცვალოს.
მისი თქმით, პოლიტიკოსები იცვლებიან - ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება და ასეთია ცხოვრება.
„შეერთებული შტატები ჯერ არ გვხედავს ნატოში. მართალია, ჯერ არა! ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი „ჯერჯერობით“ მდგომარეობაშია. შესაძლოა, დროთა განმავლობაში მათი პოზიცია შეიცვალოს. შესაძლოა, საბოლოოდ ვინმე მიხვდეს, რომ უკრაინის ჯარი ნატოს მხოლოდ გააძლიერებს და არა პირიქით. პოლიტიკოსები იცვლებიან - ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება. ასეთია ცხოვრება“, - განაცხადა ზელენსკიმ.