საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ფონდის წარმომადგენლებმა დასკვნითი შეხვედრები ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართეს.
მისიის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს და 2025 წელს ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7.3 პროცენტიან ზრდას ელის.
მისიამ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა. აღინიშნა ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდაც, რაც ნოემბერში რეკორდულ მაჩვენებელში გამოიხატა.