19 ივნისი 2026,   01:42
ვრცლად
"რუსეთი უნდა შეიზღუდოს სანქციებით იქამდე, ვიდრე ის პატივისცემას არ გამოავლენს მშვიდობიანი ცხოვრებისა და თითოეული მეზობლის უფლებების მიმართ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა. დოკუმენტს ხელი ჰააგაში მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს ომის დაწყების დღიდან გამოცხადებული მხარდაჭერისთვის.   

"მინდა, მადლობა ვუთხრა თქვენ ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის წლებში ეს ქვეყნები ჩვენს გვერდით დგანან. მადლობა თქვენ ხალხს ჩვენი მხარდაჭერისთვის, უკრაინის, ხალხის, ბავშვების მხარდაჭერისთვის და ჩვენი უფლებისთვის, დავიცვათ თავი ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ის დამნაშავეა და უნდა აგოს პასუხი იქამდე, ვიდრე ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობაში რჩება. რუსეთი უნდა შეიზღუდოს სანქციებით იქამდე, ვიდრე ის პატივისცემას არ გამოავლენს მშვიდობიანი ცხოვრებისა და თითოეული მეზობლის უფლებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ტრიბუნალი რუსული აგრესიის მიმართ, იმუშავებს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მშვიდობა სურს ევროპაში.

მჯერა, კომპენსაციის თითოეული მექანიზმი დაიწყებს მუშაობას, რათა ხალხმა რეალურად იგრძნოს, რომ ომით მიყენებული ნებისმიერი ზიანი შეიძლება იყოს კომპენსირებული." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები