16 აგვისტო 2026,   12:19
ვრცლად
"დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი" - დავით მათიკაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე

ორმაგი სტანდარტი და უსაფუძვლო კრიტიკა - თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მარტა კოსის განცხადება. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თქმით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გეზს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელი რიტორიკას არ ცვლის და გრძელდება საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რაც თავად ევროკავშირის უარგუმენტო გადაწყვეტილება იყო.

"ჩვენ გვაქვს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხი, დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი. სამწუხაროდ, ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ძალიან დიდ უფსკრულს, რომელიც ევრობიუროკრატიისა და არაფორმალური მმართველობის სურვილებით გაჩნდა, დემოკრატიასა და ევროჩინოვნიკებს შორის.

ევროპული სახელმწიფოების ხალხების ნება-სურვილი და ბრიუსელის ნება-სურვილი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ევროკავშირიდან გვესმის ძალიან სამწუხარო წიაღსვლები, რომ თურმე კანონიერი გზები კი არა, უკანონო გზები არის მათი მხრიდან მოსაძებნი იმისთვის, რომ კვლავ წაახალისონ რადიკალიზმი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ევროსკეპტიციზმის გაღვივების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები