05 აგვისტო 2026,   11:51
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილი იქნა ჯამში 10 ჯუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი.

კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი მორები, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში.

"აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. სამართალდარღვევის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით პატრულირებას შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები ახორციელებენ. ნებისმიერ გამოვლენილ კანონდარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები," - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

დღის ამბები