14 აგვისტო 2026,   20:11
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის განცხადებაზე: ამ საინფორმაციო ნაღმის შემოგდება არის წმინდა წყლის პროვოკაცია და ის, რომ ადგილობრივმა უსამშობლოებმა მყისიერად აიტაცეს და უკრაინას საქართველოს დაბომბვას სთხოვენ, მათი კლინიკური დიაგნოზია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ამ საინფორმაციო ნაღმის შემოგდება არის წმინდა წყლის პროვოკაცია, და ის რომ ადგილობრივმა უსამშობლოებმა მყისიერად აიტაცეს და უკრაინას საქართველოს დაბომბვას სთხოვენ, ეს არის სწორედ მათი კლინიკური დიაგნოზი".

მისივე თქმით, გასარკვევი გაირკვევა, თუ რა თქმა უნდა უკრაინულმა მხარემ ითანამშრომლა საქართველოსთან და არ მოიქცა ისე, როგორც აქამდე იქცეოდა. რუსეთთან სანქციების რეჟიმის დარღვევას გვაბრალებდნენ და როცა მტკიცებულებებს სთხოვდნენ, ცხვირს იბზუებდნენ - დასძინა მან.

"იმედია, გასარკვევი გაირკვევა, თუ რა თქმა უნდა უკრაინულმა მხარემ ითანამშრომლა საქართველოსთან და არ მოიქცა ისე, როგორც აქამდე იქცეოდა. რუსეთთან სანქციების რეჟიმის დარღვევას გვაბრალებდნენ და როცა მტკიცებულებებს სთხოვდნენ, ცხვირს იბზუებდნენ. ვშიშობ, ახლაც ასე მოხდება. ამ საინფორმაციო ნაღმის შემოგდება არის წმინდა წყლის პროვოკაცია, და ის რომ ადგილობრივმა უსამშობლოებმა მყისიერად აიტაცეს და უკრაინას საქართველოს დაბომბვას სთხოვენ, ეს არის სწორედ მათი კლინიკური დიაგნოზი, რომელსაც უკვე ვერაფერი უმკურნალებს", - წერს ანჯაფარიძე.

დღის ამბები