ალეკო ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეს მყოფმა ის ქმედება, რის გამოც დააკავეს, ჩაიდინა და ეს პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო.
"მან ეს ქმედება ჩაიდინა, პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იყო. ერთადერთი, იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად.
იარაღი ედო კაბორაში, ზემოდან ეცვა ჰუდი, მერე ქურთუკი და [იარაღის] გამოყენების მცდელობაც არ ჰქონია. ის კადრი, რომ ჩანს, არის მას შემდეგ, რაც დააკავეს და ამოვარდა [იარაღი]. მოხდა დამტვრევა კარის. იმას, რომ ის მართლა შევიდა შენობაში, აღიარებს," - განაცხადა ადვოკატმა.