20 აგვისტო 2026,   19:47
ვრცლად
სპორტსმენები საჯარო პირები არიან... სამწუხაროდ, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ისინი მეცხრე ცაზე არიან აყვანილები, ხან კი - პირიქით - ირაკლი ფავლენიშვილი

ლიბერალური ფაშიზმი და ბულინგი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გიორგი შერმადინის გამოსამშვიდობებელი სიტყვის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე.

ქართველმა კალათბურთელმა, სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ, სპორტის მხარდაჭერისთვის მადლობა სახელმწიფოს და პრემიერ-მინისტრს გადაუხადა, რასაც დარბაზში რამდენიმე პირის მხრიდან შეძახილი, სოციალურ ქსელებში კი ბულინგი მოყვა.

კრიტიკას ოპოზიციის ნაწილი ლეგიტიმურად მიიჩნევს, "ქართული ოცნება" კი მათ რადიკალურ ქმედებებზე საუბრობს.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ სპორტსმენები საჯარო პირები არიან.

"საჯარო პირები არიან სპორტსმენები. სამწუხაროდ, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ისინი არიან აყვანილები მეცხრე ცაზე... ხან პირიქით - არის ხოლმე შემთხვევები, რომ საზოგადოებას მათ სამოქალაქო პოზიციებთან დაკავშირებით შეიძლება ლეგიტიმური პრეტენზიები აქვს", - აცხადებს ფავლენიშვილი.

დღის ამბები