2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა ახალციხეში. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 40 500 000 ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის გეგმებსა და სიახლეებზე ისაუბრეს ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. მათ აუდიტორიას გააცნეს 2026 წელს დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები.