დღეს, "რუსთავი 2-ზე" ახალი რეალითი შოუ "ჰაუსი" იწყება. ერთად ცხოვრება, გამოწვევების გადალახვა და დავალებების შესრულება - 2 თვის განმავლობაში, 13 მონაწილის ახალი მისამართი "ჰაუსი" იქნება, სადაც ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები შეიკრიბნენ.
ჯერჯერობით, გამარჯვების შანსები თანაბარია. ვინ დატოვებს პროექტს და ვინ განაგრძობს მონაწილეობას პირველობისთვის, ეს თავად მონაწილეებმა ყოველ პარასკევს უნდა გადაწყვიტონ.
შოუს პირველი ეპიზოდი დღეს, "ღამის კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.