ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტი 15 მილიონით იზრდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, გაიმართა პროექტის საჯარო განხილვა. მათ მოქალაქეებს დოკუმენტი გააცნეს და შეფასებები მოისმინეს.
ბიუჯეტის მოცულობა 124 მილიონ 500 000-ს ლარს შეადგენს. პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, კულტურისა და სპორტის სფეროების დაფინანსება.