16 აგვისტო 2026,   16:35
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში დილიდან საზეიმო წირვა სრულდება.
 
საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი მის აღსრულების დღედ, 23 ნოემბერი კი წმინდანის ბორბალზე წამების დღედ ითვლება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულებს. სამებაში დღეს ასევე დაგეგმილია რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა - პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება.

ავტორი: ანი ხოშტარია
დღის ამბები