სახალხო ზეიმი მიმდინარეობს ქედაში. ღონისძიების ფარგლებში თემატური დეკორაციები, გამოფენები და ბავშვთა გასართობი სივრცეები მოეწყო.
დაიგეგმა სპორტული აქტივობები. ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები და მეღვინეების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაზე საპატიო ქედელები დააჯილდოვეს. წელს პირველად, ზეიმის ფარგლებში მოეწყო ღვინის ფესტივალი.