19 ივნისი 2026,   01:48
ვრცლად
უკრაინაში რუსული ენის სახელმწიფო ენად აღიარება, აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირება, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება - Financial Times-ის ცნობით, აშშ და რუსეთი უკრაინისთვის  სამშვიდობო გეგმას ამუშავებენ

Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინისთვის ახალ სამშვიდობო გეგმას ამუშავებენ.

გამოცემის ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმის ძირითადი პუნქტებია: რუსული ენის, როგორც სახელმწიფო ენის აღიარება უკრაინაში; აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირება; რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება; კიევის მიერ დონბასის მიტოვება და უკრაინის შეიარაღებული ძალების განახევრება; უკრაინის მიერ "იარაღის ძირითადი კატეგორიების" უარყოფა.

მედიის ცნობით, გეგმის შესახებ ინფორმირებულმა პირმა ის ძალიან ზოგად დოკუმენტად შეაფასა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი "ძლიერ ორიენტირებულია რუსეთზე.

დღის ამბები