07 აგვისტო 2026,   03:16
ვრცლად
მართლმსაჯულების ახალი კანონი და სპეციალურ დაწესებულება არასრულწლოვანებისთვის - რომელი ევროპული ქვეყნის მოდელი იმუშავებს საქართველოში

ტექნიკის მაღაზიის კამერებში ჩანს, როგორ ძარცვავენ არასრულწლოვანები ტელეფონებს, ლეპტოპებს და სხვა მოწყობილობებს. მსგავსი შემთხვევები სუპერმარკეტებშიც ფიქსირდება.

დანაშაულის პრევენციისთვის პარლამენტში შევიდა ინიციატივა "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ". პროექტი ითვალისწინებს სპეციალური სახლის შექმნას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებით 10-დან 18 წლამდე ასაკის იმ ბავშვებს მიიღებენ, რომლებმაც 10–14 წლის ასაკში ჩაიდინეს "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული სამართალდარღვევა. ოჯახთან შეხვედრა არ შეეზღუდებათ.

კანონპროექტის მიხედვით ჩამოყალიბდება მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს რეაბილიტაციის პროგრამებს. მონაწილეობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 12 თვე. ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ოპოზიცია ინიციატივას მხარს უჭერს და საკომიტეტო განხილვებისთვის ემზადება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ გერმანული მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციასა და დანაშაულის პრევენციას გააძლიერებს.

შსს-ის თქმით, ახალი სისტემა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. პროექტის საკომიტეტო განხილვა მალე დაიწყება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები