ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის, "ბიპი ტრანსის" დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია, რომელმაც დღეს ბრალი აღიარა, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. რაც შეეხება კიდევ 4 პირს - ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
კვარაცხელიას ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის გამოც მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძვლები აღარ არსებობდა. შუამდგომლობას პროკურორი დაეთანხმა.
ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ 5 პირს ბრალდება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე წარუდგინეს.