07 აგვისტო 2026,   03:44
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში კომპანია ბიპი ტრანსის მფლობელის, ბიჭიკო პაიკიძის და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - პაიკიძეს ბრალდების მხარის მოთხოვნით, პასპორტი გაუუქმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია "ბიპი ტრანსის" მფლობელის, ბიჭიკო პაიკიძის და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. საქმის პროკურორის განმარტებით, პაიკიძეს პასპორტი არა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისთვის, არამედ მიმალვისთვის სჭირდებოდა. აღნიშნულით მან ძებნაში მყოფი პაიკიძის ადვოკატის განცხადებას უპასუხა, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს არ სურს, პაიკიძემ გამოძიებასთან რამე ფორმით ითანამშრომლოს, რის გამოც, მას პროკურორის წერილის საფუძველზე პასპორტი გაუუქმდა.

დაკავებულ 5 პირსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე წარუდგინეს ბრალდება.

დღის ამბები