07 აგვისტო 2026,   23:59
ვრცლად
"გარკვეულ ინდექსებში რომ ცუდი მაჩვენებელი არ გვაქვს, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს ის რეალური პრობლემები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ" - ირაკლი ფავლენიშვილი ევროკომისიის ეკონომიკურ პროგნოზზე

"გარკვეულ ინდექსებში რომ ცუდი მაჩვენებელი არ გვაქვს, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს ის რეალური პრობლემები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ," - ეს განცხადება პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ევროკომისიის პროგნოზთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც საქართველოს 7,3%-იანი ეკონომიკური ზრდა უწინასწარმეტყველა.

"ეს ყველაფერი არის ზედაპირზე და ყველა კარგად ვხედავთ - პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად, გაწმენდილია, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან განადგურების პირას, მიმდინარეობს ზეწოლა სამოქალაქო აქტივიზმზე და, ზოგადად, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების ხელყოფა ხდება ყველა მომდევნო რეპრესიული კანონით. ამიტომ, მთავარი ამოსავალი წერტილი დემოკრატიის თავსებადობის კუთხით აქვს ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7,3% იქნება, უკრაინის და მოლდოვის კი - 1,6%. ევროკომისიამ "ევროპის ეკონომიკური პროგნოზის" შემოდგომის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 7%-ს გადააჭარბებს.

დღის ამბები