07 აგვისტო 2026,   08:43
ვრცლად
"ეს არის აშკარა ტყუილი: ერთის მხრივ, აქვეყნებენ ამ მონაცემებს და შემდეგ აკეთებენ დასკვნას, რომ ჩვენ ყველას ჩამოვრჩებით" - თენგიზ შარმანაშვილი ევროკომისიის ეკონომიკურ პროგნოზზე

"ეს სიტყვები - "ორმაგი სტანდარტი" უკვე ყველას მოსწყინდა, არავითარი ორმაგი სტანდარტი არ არის - ეს არის აშკარა ტყუილი, რომელსაც აფუძნებენ შემდგომ მსჯელობას: ერთის მხრივ, აქვეყნებენ ამ მონაცემებს და შემდეგ აკეთებს დასკვნას, რომ ჩვენ ყველას ჩამოვრჩებით," - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროკომისიის პროგნოზთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც საქართველოს 7,3%-იანი ეკონომიკური ზრდა უწინასწარმეტყველა.

"საქართველო იცავდა თავის ინტერესებს და ასე რომ არ მოქცეულიყო, იქნებოდა კატასტროფულ სიტუაციაში. ის, რომ მოლდოვას აქვს 2%-ზე დაბალი პროგნოზი (მათივე შეფასებით) და ჩვენ 7%-ზე მეტი, გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ნაწილში მათი რეკომენდაციები არ შევასრულეთ. რომ შეგვესრულებინა, 1 და 2%-იც კი არ გვექნებოდა, - ჩვენი გაანგარიშებით, მინუსებში გადავიდოდით და შეიძლება -10%-იც კი გვქონოდა," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7,3% იქნება, უკრაინის და მოლდოვის კი - 1,6%. ევროკომისიამ "ევროპის ეკონომიკური პროგნოზის" შემოდგომის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 7%-ს გადააჭარბებს.

დღის ამბები