დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ოთხი მოსასვენებელი სივრცე მოეწყო. დიდუბის რაიონის გამგეობამ სარეაბილიტაციო სამუშაოები 3000 კვადრატულ მეტრზე განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა 30 ავტოფარეხს, რის შემდეგაც მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, მაგიდის ჩოგბურთისა და საბავშვო სივრცეები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.
პროექტის ღირებულებამ 628 000 ლარი შეადგინა. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ დიდუბის გამგებელი და საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი.