16 აგვისტო 2026,   12:19
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ფიშერის მეორე სეზონი პირველივე სერიაში ჩავარდა - ლევან მახაშვილი გერმანიის ელჩზე

"ოფიციალური თბილისი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ელოდება. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ვენის კონვენციის დარღვევა", - ასე აფასებს "ქართული ოცნება" გერმანიის ელჩის საპროტესტო აქციაზე მისვლას. პიტერ ფიშერი, რომელიც გერმანიაში კონსულტაციებისთვის იყო გაწვეული, თბილისში დაბრუნების შემდეგ ღამით რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა. ინფორმაციას და ფოტო მასალას სოციალურ ქსელში თავად აქციის მონაწილეები ავრცელებენ, წერენ, რომ პეტერ ფიშერმა მათ კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა.

მმართველ გუნდში დიპლომატის არადიპლომატიურ ნაბიჯებზე საუბრობენ. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ფიშერის მეორე სეზონი პირველივე სერიაში ჩავარდა.

"სამწუხაროა, რომ ფიშერის მეორე სეზონი პირველივე სერიაში ჩავარდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღესაც განაცხადა, რომ იყო არაერთი დისკუსია და კონსულტაცია მის დაბრუნებამდე. ჩვენ კი პირველივე დღიდან ვხედავთ ამ ადამიანისგან ისეთ ქმედებებს, რაც შეთანხმების საფუძველზე არ უნდა მომხდარიყო. 

ის არ აპირებს დაუბრუნდეს დიპლომატიურ ჩარჩოებს, თუ ასე აპირებს ის გაგრძელებას მე წინასწარ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო მისი დასასრული", - აცხადებს ლევან მახაშვილი. 

დღის ამბები