ჟანრობრივი თავისუფლება, ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციები, ახალი სახეები და მხოლოდ ერთი შანსი - "საქართველოს ხმა" მუსიკალურ აღმოჩენებს განაგრძობს და მაყურებელს მეორე, დაძაბულ საკონკურსო სერიას სთავაზობს.
ცხრა კონკურსანტი შემდეგ ეტაპზე გადასვლის და "ოქროს ღილაკის" მოლოდინშია.
ნიკა ნიკვაშვილი, დათო ფორჩხიძე, თიკა ბალანჩინი და ქეთი გაბისიანი - მონაწილეებს პროფესიონალი მუსიკოსები აფასებენ. ჟიური ახალი ხმების აღმოჩენის მოლოდინშია. მათ ხელშია შოუს განსაკუთრებული ელემენტი - "ოქროს ღილაკი," რომელიც კონკურსანტს საშუალებას აძლევს შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ ფინალში მოხვდეს.
კულისებსა და სცენას შორის ემოციურ ბალანსს თიკა ფაცაცია უზრუნველყოფს. შოუს წამყვანი ზუსტად იქ არის, სადაც ყველაზე დიდი მღელვარებაა.
მეგა პროექტი ოთხ შესარჩევ ეტაპსა და ექვს live კონცერტს მოიცავს - გზა, რომელიც საბოლოოდ ერთის გამარჯვებით სრულდება - გრძელია. რიგით მეორე საკონკურსო ეტაპის კულმინაცია - კიდევ ერთი ოქროს ღილაკია. ვინ გახდება ჟიურის რჩეული ეს უცნობია.
დღეს, 22 :00 საათზე, "რუსთავი 2-ის" ეთერში მაყურებელი "საქართველოს ხმის" მეორე ეპიზოდს იხილავს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი