06 აგვისტო 2026,   12:37
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებზე გამარტივებული წესით იმსჯელა.
 
საკანონმდებლო ცვლილებები სხდომაზე  საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა წარადგინა.
პროექტის თანახმად, 2031 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმ ნორმის მოქმედების ვადა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფას (159-ე მუხლი) ეხება.

„კანონპროექტის მიღებით ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

 

 

დღის ამბები