14 აგვისტო 2026,   20:11
ვრცლად
დელეგაცია წინასწარ განზრახვით არის ჩამოსული, მათი ამოცანაა, როგორმე საქართველო გამოყენებული იყოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს - გიორგი ვოლსკი PACE-ის წვერების ვიზიტზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები თბილისში იმყოფებიან. ცოტა ხანში დაიწყება ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციასთან, მანამდე PACE-ს წვერები არასამთავრობოებს შეხვდნენ. შეეხო თუ არა საუბარი 4 ოქტომბრის მოვლენებს, ამას არ აკონკრეტებენ არც ენჯეოები და არც დელეგაციის წევრები, რომლებიც არ პასუხობენ არც მედიის კითხვებს, რა პოზიცია აქვთ თავად 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობასა და პრეზიდენტის სასახლის შტურმზე.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული ოპოზიციური პარტიები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, ქვეყნისთვის დამაზიანებელ ინფორმაციას მიაწვდიან და შესაბამისად, მათი მხრიდანაც აქცენტი სწორედ მსგავსი მიმართულებებით გაკეთდება: 

"დელეგაცია წინასწარ განზრახვით არის ჩამოსული, ეს განზრახვა აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება, ეს არის მათი ამოცანა, რომ როგორმე საქართველო გამოყენებული იყოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. სხვა არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია ჰქონდეთ, არ არსებობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს. მოგონილი ნარატივებისა და ბნელი პროპაგანდის გარდა, არაფერი რესურსი არ გააჩნიათ იმ პირებს, ვისაც ეს დელეგაცია ხვდება და ესაუბრება", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები