უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის თავდასხმების შედეგად, ზაპოროჟიეში 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა. მსხვერპლია დნეპროპეტროვსკის რეგიონშიც. დაღუპულია 1 ადამიანი და დაშავებულია 10. მათ შორის 2 ბავშვია.
რუსულმა ძალებმა იერიში რაკეტებით განახორციელეს. მოიერიშე დრონებით დაიბომბა ოდესის რეგიონიც. შედეგად ხანძარი გაჩნდა ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტში. ასევე მართვადი ბომბი აფეთქდა ხარკოვის რეგიონში, არიან დაშავებულები.