19 აგვისტო 2026,   11:29
ვრცლად
"ის, რაც პროკურორმა განაცხადა ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ამის მომსწრე იყო მთელი საზოგადოება" - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.

"ის, რაც პროკურორმა განაცხადა ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ამის მომსწრე იყო მთელი საზოგადოება. ამის იქით, რა მტკიცებულებები გააჩნია პროკურატურას, როგორი იქნება გამოძიება და სასამართლო პროცესი, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცილდება და ეს მთლიანად გამოძიებისა და სასამართლოს საქმეა," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქმე ეხება საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობის დაფინანსების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდების ფაქტებს. გამოძიება საუბრობს უცხო ქვეყნისთვის ინფორმაციის და დოკუმენტური მასალების მიწოდებაზე. მოწოდებებზე რევოლუციის, დამხობის და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირებისკენ. საუბარია სხვადასხვა პერიოდზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ და 2024 წლის არჩევნების მერე განვითარებულ მოვლენებზე. ოპოზიციის რვა წარმომადგენელს ბრალი სხვადასხვა მუხლით წარედგინება.

დღის ამბები