07 აგვისტო 2026,   02:58
ვრცლად
გამოვიკვლიეთ საქმეში წარმოდგენილი ორი ვიდეო კამერის ჩანაწერები, მოვითხოვეთ ადმინისტრაციული პატიმრობა - შსს-ს წარმომადგენელი გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულებზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. მათ აქციის გამართვისთვის დადგენილი წესების დარღვევას ედავებიან. სასამართლომ დღის ბოლოს რამდენიმე საქმეზე იმსჯელა.

"გამოვიკვლიეთ საქმეში წარმოდგენილი საკმაოდ მოცულობითი ორი ვიდეო კამერის ჩანაწერები, სადაც ნათლად და არაორაზროვნად ჩანდა, რომ ბატონი ნიკოლოზი ნამდვილად იდგა გზის სავალ ნაწილზე და ხელოვნურად კეტავდა სატრანსპორტო გზას. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მან დაადასტურა სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სადაოდ არ გაუხდია არც ერთი მათგანი. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი მხრიდან მოხდა სასამართლოსთვის შუამდგომლობის დაყენება მისახდელთან დაკავშირებით და ჩვენ მოვითხოვეთ მის მიმართ გამოყენებულიყო ადმინისტრაციული პატიმრობა", - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თამთა ქიმბარიშვილი.

დღის ამბები