პოსტსაბჭოთა არქიტექტურა და ქუჩის მხატვრობა, უნიკალური დიალოგი წარსულსა და თანამედროვეობას შორის.
თბილისი "მურალ ფესტს" უკვე მეშვიდედ მასპინძლობს. მსოფლიოში ცნობილმა, ქართველმა და უცხოელმა ქუჩის მხატვრებმა 4 თვის განმავლობაში საქართველოს სამ ქალაქში იმუშავეს. მურალები, რომელიც ნაცრისფერ შენობებზე გვხვდება, სხვადასხვა თემატიკის მატარებელია.
დედისა და შვილის სიყვარულს აღწერს ავლაბარში მდებარე ძველი შენობის მოხატულობა.
ფესტივალი ბერლინისა და თბილისის მერიების მხარდაჭერით 2019 წელს დაარსდა. მიზანი, ქალაქის იერსახის გალამაზება და ქუჩის მხატვრობის დახმარებით ტურისტების მოზიდვა იყო.
დღეისათვის, პროექტი საქართველოს მასშტაბით 100 ნამუშევარს აერთიანებს.
"მურალ ფესტი 2025" 5 ნოემბერს დასრულდება. მომავალ წლამდე კი, ფესტივალი თბილისს 20-ზე მეტ, ახალ ნამუშევარს უტოვებს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი