16 აგვისტო 2026,   02:09
ვრცლად
"ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, ამ ევრობიუროკრატებზე, რომლებიც ხელდასხმული არიან Deep state-ის მიერ, ნამდვილად არ გადის" - ლევან მაჭავარიანი

"ჩვენს მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, ამ ევრობიუროკრატებზე, რომლებიც ხელდასხმული არიან Deep state-ის მიერ, ნამდვილად არ გადის. ევროკავშირი, ეს არის ჩვენთვის ღირებულებები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რომ 5 წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ევროკავშირი დააპირებს შემდგომ გაფართოებას, 2030 წელს აქვთ ეს ყველაფერი დაგეგმილი, ევროკავშირში სიტუაცია შეიცვლება რადიკალურად," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა.

მაჭავარიანის თქმით, იმედი აქვს, 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოება ოფიციალურად არის დაგეგმილი, ვითარება რადიკალურად შეცვლილი იქნება.

"როდესაც ევრობიუროკრატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მთავარი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, როდესაც ნახეს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში იყო პოზიტიური ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, დაიწყეს ეუთო/ოდირის გაშავების კამპანია და კორუმპირებული ორგანიზაცია უწოდეს. ესეც თვალსაჩინო მაგალითია ჩვენი მოქალაქეების, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებენ დღევანდელი ბიუროკრატები ევროკავშირში," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები