08 ივნისი 2026,   15:39
ვრცლად
დაკავებულია 73 წლის მამაკაცი, რომელმაც თანასოფლელი 11 წლის ბიჭი გააუპატიურა - "კურიერის" ინფორმაციით, მოძალადემ მსხვერპლი სახლში მოტყუებით შეიყვანა

შიდა ქართლში მომხდარ სექსუალურ ძალადობასა და მძიმე დანაშაულზე, ადგილობრივებმა დღეს დილით შეიტყვეს. ერთ-ერთ სოფელში 73 წლის მამაკაცმა მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბიჭი გააუპატიურა.

ამ მძიმე ფაქტზე, სოფელში საუბარს ყველა ერიდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

"კურიერის" ინფორმაციით, მოძალადემ მსხვერპლი სახლში მოტყუებით შეიყვანა და მასზე ძალადობა მალევე დაიწყო, ემუქრებოდა, რომ ყვირილის შემთხვევაში მოკლავდა. 12 წლის ბიჭი გაქცევას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. დანაშაულის დროს, გვერდით ოჯახში, სავარაუდოდ, 73 წლის მამაკაცის მეუღლე იმყოფებოდა.

მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ, მსხვერპლი სახლში წავიდა და ძალადობის შესახებ დედას უამბო. ოჯახმა დასახმარებლად პოლიციას მიმართა.

სამართალდამცველებმა 73 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

"კურიერის" ინფორმაციით, 73 წლის მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს. მას ამ ეტაპზე საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი იცავს.

12 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ მას ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა.

12 წლის მოზარდთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.

დღის ამბები