14 აგვისტო 2026,   11:57
ვრცლად
"ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც წელიწადში ერთხელ აქვს ქართულ ბიზნესს - თავისი პროდუქცია გაიტანოს უმსხვილეს ბაზარზე" - მიხეილ ხიდურელი

ჩინეთში დაგეგმილ იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. საქართველოს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი აქვს, რითაც ქართული კომპანიები მაქსიმალურად შეძლებენ გამოიყენონ საკუთარი საექსპორტო პოტენციალი.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი, მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც წელიწადში ერთხელ აქვს ქართულ ბიზნესს, რომ თავისი პროდუქცია გაიტანოს უმსხვილეს ბაზარზე.

"ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც წელიწადში ერთხელ აქვს ქართულ ბიზნესს, რომ თავისი პროდუქცია გაიტანოს უმსხვილეს ბაზარზე. ჩინეთის ბაზარზე არ არიან მარტო ჩინელი კომპანიები, აქ თავს იყრის მსოფლიოს ყველა უდიდესი იმპორტიორი კომპანია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წელს სოლიდურად ვართ წარმოდგენილები როგორც ბიზნეს პავილიონში, 40 კომპანიანი დელეგაციით, ასევე ძალიან საინტერესო დიზაინის ქვეყნის პავილიონი გვაქვს, სადაც გვინდოდა გაგვეცნო ქართული კულტურული მემკვიდრეობა," - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

დღის ამბები