16 აგვისტო 2026,   17:43
ვრცლად
ჩემი თანაპარტიელები თავიანთ ბიზნესპარტნიორებთან რა ურთიერთობაში არიან, ჩემი საქმე არ არის - თაზო დათუნაშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძეზე

ჰოლანდიელ ბიზნესმენ ბობ მეიერს, რომელმაც ანაკლიის პორტზე ვაშინგტონში საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგო, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 7 მილიონამდე დოლარი გადაურიცხეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თბილისში პოლიტიკური შეფასებები თემაა. არსებული ინფორმაციით, ბობ მეიერს აგვისტოში მამუკა ხაზარაძემ ხუთ მილიონ-ნახევარი დოლარი მისცა, ბადრი ჯაფარიძემ კი მილიონ-სამასი ათასი. თანხის გადახდა კი მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვაშინგტონში საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგო და საქართველოს სასარგებლოდ ფინანსური ვალდებულებები დაეკისრა.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განმარტებით, მისი თანაპარტიელები თავიანთ ბიზნესპარტნიორებთან რა ურთიერთობაში არიან, მისი საქმე არ არის.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩემი თანაპარტიელები თავიანთ ბიზნესპარტნიორებთან რა ურთიერთობაში არიან, ეს ჩემი საქმე არ არის. შეკითხვას რაც შეეხება, არა, მე კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით არ მაქვს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

დღის ამბები