08 ივნისი 2026,   16:45
ვრცლად
კახეთში, ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან დანაშაულის ხელახალი ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს ითხოვდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა.

თავად ბრალდებულმა, 43 წლის ზურაბ ზურაშვილმა, დანაშაული აღიარა და მოტივზე ისაუბრა.

დანაშაული რამდენიმე დღის წინ, სიღნაღის სოფელ ძველ ანაგაში მოხდა. 47 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა, 41 წლის ქალი კი საავადმყოფოშია გადაიყვანეს.

დღის ამბები